N&D ოკეანე

ზღვის პროდუქტების სარგებელი შენი კომპანიონი ცხოველის საყვარელ საკვებში

Farminaსაკვების შესაქმნელად იყენებს საუკეთესო პროდუქტებს, რომლებიც არ შეიცავს მარცვლეულს, ან რიგ შემთხვევებში, შეიცავს მონათესავე მარცვლეულის ლიმიტირებულ რაოდენობას.
Farmina მუდმივად ეძებს თქვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ინგრედიენტებს.  ჩვენ გამოვიკვლიეთ  ზღვა და ოკეანეც და შესაბამისად, მივაკვლიეთ ზღვის პროდუქტებს, რომლებიც ბუნებრივად მდიდარია Omega 3 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და სხვა სასარგებლო თვისებებით.

N&D Ocean - 98% ცხოველური წარმოშობის, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით.
 

აირჩიე სრულფასოვანი საკვები.

მაღაზიებში არსებული კომპანიონი ცხოველების დაკონსერვებული საკვების უმეტესობას აკლია ის სასარგებლო საკვები ნივთიერებები, რომლებიც უცილებელია ძაღლებისა და კატების ყველა კვებითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ამ პროდუქტებს ჩვეულებრივ მოიხსენიებენ, როგორც დამატებითს და საჭიროა მათი გაერთიანება ან სხვა, სრულფასოვან საკვებთან ერთად მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ნივთიერებათა დეფიციტი ან პოტენციურად საზიანო დისბალანსი.

ამის საპირისპიროდ, N&D Ocean-ის ხაზი, მშრალი და სველი საკვების ფორმით, არის სრულფასოვანი კვება, რომელიც შეიცავს  თქვენი ოჯახის ოთხფეხა  წევრების ყოველდღიური კეთილდღეობისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას. სრულფასოვანი საკვები, როგორიცაა Natural & Delicious სველი საკვების ხაზი, შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა საკვებთან ერთად.

შესაფერისი ყველა ზომისათვის.
N&D Ocean მშრალი საკვები ხელმისაწვდომია მარცვლის ორი ზომის შეფუთვაში: პატარა და საშუალო & დიდი, რათა სრულად შეესაბამებოდეს თქვენი ძაღლის ზომას.

N&D Ocean სველი საკვები, ხელმისაწვდომია ყველა ჯიშისთვის განკუთვნილ 285 გრამიან და პატარა ჯიშისთვის განკუთვნილ (საკვების პატარა ნაჭრებით) 140 გრამიან ქილებში. Farmina-ს მიერ გამოყენებული ყველა ქილა სრულად გადამუშავებადია, არ შეიცავს BPA – ს და ეტიკეტისათვის შერჩეულია მდგრადი ქაღალდი.

Farmina-ს ზღვის პროდუქტების მენიუ
N&D Ocean – ის ფართო ასორტიმენტი შეიქმნა თევზის რამდენიმე ჯიშის გამოყენებით, ესენია:

  • ვირთევზა წყნარი ოკეანედან
  • არქტიკული კრევეტები
  • ნორვეგიული ქაშაყი
  • ზღვის ქორჭილა ხმელთაშუა ზღვიდან
  • ტბის კალმახი და ევროპული კალმარი
  • ორაგული ატლანტის ოკეანედან