კონფიდენციალურობის პოლიტიკა

FARMINA Georgia- კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Farmina Georgia (შემდეგში - ფარმინა) ნაწილობრივ ამუშავებს/აგროვებს მომხმარებლის პირად მონაცემებს.
 
 
შეგროვებულ მონაცემთა ტიპები
უშუალოდ ფარმინას მიერ, ან მესამე მხარეთა მეშვეობით დამუშავებული პირადი მონაცემების ტიპებს შორისაა: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელფოსტის მისამართი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, საფოსტო ინდექსი, ქალაქი, სხვადასხვა ტიპის მონაცემები, სქესი, დაბადების თარიღი, კომპანიის სახელწოდება, საგადასახადო რეესტრის ინდივიდუალური ნომერი, მიწოდების მისამართი, სახლის ნომერი, ქუქი-ფაილებისა და ფარმინას სერვისების გამოყენების შესახებ მონაცემები.

შეგროვებულ პირადი მონაცემების თითოეულ ელემენტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მოცემულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამის განყოფილებაში ან სპეციალურ განმარტებით ტექსტებში, რომლებიც მონაცემთა დამუშავებამდე გამოდის ეკრანზე.
პირადი მონაცემები, ან გამოყენების შესახებ მონაცემები, შეიძლება თავისუფლად მოგვეწოდოს მომხმარებლის მიერ ან დამუშავდეს ავტომატურად ფარმინას მიერ.

სხვაგვარი დათქმის არარსებობის შემთხვევაში, ფარმინას მიერ მოთხოვილი ყველა მონაცემი, არის სავალდებულო და მათი მოუპოვებლობა შეიძლება გახდეს ფარმინას მიერ სერვისების მიუწოდებლობის საფუძველი. იმ შემთხვევებში, როდესაც ფარმინა კონკრეტულად აცხადებს, რომ მონაცემთაგან ზოგიერთი არ არის სავალდებულო, მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია არ განახორციელოს ამგვარი მონაცემების მიწოდება ისე, რომ ამისთვის არ დადგეს სერვისის ხელმისაწვდომობასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შედეგები.

მომხმარებელს, რომელმაც დანამდვილებით არ იცის, პერსონალურ მონაცემთაგან რომელი წარმოადგენს სავალდებულოს, შეუძლია დაუკავშირდეს მესაკუთრეს.
ფარმინას, ან მის მიერ გამოყენებული მესამე მხარეთა სერვისების, მესაკუთრეთა მხრიდან ქუქი-ფილების, ან თვალის მიდევნების ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენება, ემსახურება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სერვისის უზრუნველყოფის მიზანს, ისევე, როგორც  მოცემულ დოკუმენტსა და ქუქი-ფაილების პოლიტიკაში აღწერილ მიზნებს.
მომხმარებელი პასუხს აგებს მესამე მხარის კუთვნილ, ნებისმიერ მოპოვებულ და გამჟღავნებულ პირად ინფორმაციაზე, რომელიც გამოქვეყნებული ან გაზიარებულია ფარმინას სერვისების მეშვეობით და ასეთი მომხმარებელი, ადასტურებს, რომ მონაცემები მიწოდებულია მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე.


მონაცემთა დამუშავების მეთოდები და ადგილი
დამუშავების მეთოდები

მესაკუთრე იღებს მონაცემებთან არაავტორიზებული წვდობის, მათი გათქმის, მოდიფიცირების, ან არაავტორიზებული განადგურების აღკვეთისათვის საჭირო უსაფრთხოების ზომებს.

მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კომპიუტერების, ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი ინსტრუმენტების მეშვეობითა და საორგანიზაციო პროცედურების, ასევე მითითებულ მიზნებთან მკაცრად დაკავშირებული რეჟიმების მეშვეობით. მესაკუთრის გარდა, რიგ შემთხვევებში, მონაცემებთან წვდომას შეიძლება ახორციელებდეს ზოგიერთი პირი, რომელიც მონაწილეობს ფარმინას საქმიანობაში (ადმინისტრაცია, გაყიდვები, მარკეტინგი, სამართალი, სისტემის ადმინისტრირება), ან გარეშე პირი (მესამე მხარის ტექმომსახურების პროვაიდერები, საფოსტო კურიერები, ჰოსტინგის პროვაიდერები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები, კავშირგაბმულობის კომპანიები), რომლებიც მესაკუთრის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, დაინიშნება, მონაცემთა დამმუშავებლებად. მესაკუთრე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ასეთ პირთა განახლებული ჩამონათვალი.
 
დამუშავების იურიდიული საფუძველი
მესაკუთრე უფლებამოსილია, დაამუშავოს მომხმარებელთა პირადი მონაცემები ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთის შემთხვევაში:

  • ერთი ან მეტი სპეციფიკური მიზნით, მომხმარებელთა მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში. შენიშვნა: ზოგიერთი კანონმდებლობით, მომხმარებლის უარამდე, მესაკუთრეს შეიძლება მიეცეს პირადი მონაცემების დამუშავების უფლება ისე, რომ არ იყოს დამოკიდებული თანხმობაზე, ან სხვა ქვემოთ ჩამოთვლილი იურიდიული საფუძვლებიდან რომელიმეზე, თუმცა აღნიშნული არ მოქმედებს, როდესაც პირად მონაცემთა დამუშავება ექვემდებარება პირად მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობას;
  • მონაცემთა წარმოდგენა აუცილებელია მომხმარებელთან დადებული შეთანხმების, ან/და შესაბამისი წინასახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად;
  • დამუშავება აუცილებელია მესაკუთრის შესაბამის სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის;
  • დამუშავება უკავშირდება ამოცანას, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ან იმ უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, რომლითაც აღჭურვილია მესაკუთრე;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მესამე მხარის, ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესების რეალიზაციისთვის, ან/და დაცვისთვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, მესაკუთრე მოხარული იქნება განმარტოს დამუშავებასთან დაკავშირებული სპეციფიკური იურიდიული საფუძვლები, კერძოდ, შემთხვევები, როდესაც პირადი მონაცემების წარმოდგენს კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, ან საჭიროა ხელშეკრულების დასადებად.
 
ადგილი

მონაცემები მუშავდება მესაკუთრის სამსახურებსა და სხვა ადგილებში, სადაც განთავსებულნი არიან დამუშავებაში ჩართული მხარეები.

მომხმარებლის ადგილსამყოფელიდან გამომდინარე, მონაცემთა გადაცემა შეიძლება გულისხმობდეს მომხმარებლის მონაცემთა მისი ქვეყნისაგან, განსხვავებულ ქვეყანაში გადაცემას. იმისათვის, რომ მეტი შეიტყოთ ადგილის შესახებ, სადაც ამგვარი გადაცემული მონაცემები მუშავდება, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს პირად მონაცემთა დამუშავების შესახებ დეტალების შემცველ განყოფილებას.
მომხმარებელი ასევე უფლებამოსილია, შეიტყოს ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ან საერთაშორისო საჯარო სამართალს დაქვემდებარებულ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, ასევე ორი ან მეტი ქვეყნის მიერ შექმნილი ორგანიზაციისთვის, მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის, მონაცემთა გადაცემის იურიდიულ საფუძვლებს. იგი ასევე უფლებამოსილია, ჰქონდეს ინფორმაცია მონაცემების დაცვის მიზნით, მესაკუთრის მიერ მიღებული ზომების შესახებ.
მონაცემთა ამგვარი გადაცემის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოცემული დოკუმენტის შესაბამის განყოფილებებში მოიძიოს მეტი ინფორმაცია, ან საკონტაქტო ინფორმაციის განყოფილებაში მოყვანილი ინფორმაციის გამოყენებით, კითხვით მიმართოს მესაკუთრეს.


შენახვის დრო

პირადი მონაცემები უნდა დამუშავდეს და შეინახოს იმ დროის განმავლობაშირა დროსაც მოითხოვს მიზეზირომლისთვისაც ისინი დამუშავდააქედან გამომდინარე:
  • მესაკუთრესა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის შეკრებილი პირადი მონაცემები, ინახება იქამდე, ვიდრე ამგვარი ხელშეკრულება სრულად არ შესრულდება.
  • მესაკუთრის კანონიერ ინტერესებთან დაკავშირებული მიზნებისთვის შეკრებილი პირადი მონაცემები ინახება, იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭიროა ამგვარი მიზნების განხორციელებისთვის და იმდენი ხნით, რამდენსაც ასეთად ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას, მესაკუთრის კანონიერი ინტერესების შესახებ, მოცემული დოკუმენტის შესაბამის განყოფილებაში ან მესაკუთრესთან დაკავშირების გზით.
 
მესაკუთრეს შეიძლება მიეცეს მონაცემთა, უფრო დიდი ხნის განმავლობაში შენახვის უფლება, როდესაც არსებობს მომხმარებლის თანხმობა ამგვარ დამუშავებაზე და ეს თანხმობა არაა გაუქმებული. მეტიც, მესაკუთრე შეიძლება იყოს ვალდებული, უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს პირადი მონაცემები, როდესაც ამას სამართლებრივი ვალდებულება ან ხელისუფლების განკარგულება მოითხოვს.
პირადი მონაცემები უნდა განადგურდეს შენახვის ვადის გასვლისთანავე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია წვდომის უფლების, წაშლის უფლების, შესწორების უფლების და მონაცემთა გადატანის იძულებით განხორციელება, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
 
დამუშავების მიზნები

მომხმარებლის შესახებ მონაცემები იკრიბება იმისთვის, რომ მესაკუთრეს შესაძლებლობა ჰქონდეს მოახდინოს საკუთარი სერვისების უზრუნველყოფა, ასევე შემდეგი მიზნებისთვის: რეგისტრაცია და აუთენთიფიკაცია, გადახდების დამუშავება, კონტაქტების მართვა და შეტყობინებების გაგზავნა, რემარკეტინგი და ქცევითი თარგეთინგი, ანალიტიკა, ჰოსტინგი და შიდა ინფრასტრუქტურა, გარე სოციალურ მომხმარებლებთან სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებთან ინტერაქცია და გარე პლატფორმების კონტენტის ეკრანზე გამოტანა.

მომხმარებელს შეუძლია, ამ დოკუმენტის შესაბამის განყოფილებებში გაეცნოს დამუშავების ამგვარი მიზნებისა და თითოეული მიზნისათვის გამოყენებული სპეციფიკური პირადი მონაცემების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას.

ინფორმაცია პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ

პირადი მონაცემები იკრიბება შემდეგი მიზნებისთვის და შემდეგი სერვისების გამოყენებით:
  • ანალიტიკა
ამ განყოფილებაში გათვალისწინებული სერვისები, შესაძლებლობას აძლევს მესაკუთრეს, განახორციელოს ვებტრაფიკის მონიტორინგი და ანალიზი. ასევე, შესაძლებელია მათი გამოყენება მომხმარებლის ქცევაზე თვალის მისადევნებლად.
 
Facebook-ის რეკლამების კონვერსიაზე თვალის მიდევნება (Facebook, Inc.)
Facebook-ის რეკლამების კონვერსიაზე თვალის მიდევნება წარმოადგენს Facebook, Inc.-ის მიერ უზრუნველყოფილ ანალიტიკურ სერვისს, რომელიც მონაცემებს Facebook-ის სარეკლამო ქსელიდან აკავშირებს ფარმინას სერვისებზე განხორციელებულ აქტივობებთან.

შეკრებილი პირადი მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები.
დამუშავების ადგილი: საქართველო –  კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

Google Analytics და ანონიმიზირებული ინტერნეტ პროტოკოლი (Google Inc.)
Google Analytics წარმოადგენს Google Inc.-ის (“Google”) მიერ უზრუნველყოფილ ვებ-ანალიზის სერვისს. Google ახორციელებს Farmina Pet Foods-ის გამოყენებაზე თვალის მიდევნების მიზნით, შეკრებილ მონაცემთა უტილიზაციას იმისთვის, რომ მოამზადოს და Google-ის სხვა სერვისებს გაუზიაროს ანგარიშები მისი აქტივობების შესახებ.

Google-მა შეიძლება შეკრებილი მონაცემები გამოიყენოს საკუთარი სარეკლამო ქსელის რეკლამების კონტექსტუალიზაციისა და პერსონალიზაციისათვის. Google Analytics-ის ამგვარი ინტეგრაცია, უზრუნველყოფს თქვენი IP-მისამართის ანონიმურობას. მისი მუშაობის პრინციპი გულისხმობს მომხმარებლის IP-მისამართების შემოკლებას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ან ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ ხელშეკრულების სხვა მონაწილე სახელმწიფოებში. სრული IP-მისამართი, Google-ის სერვერს გაეგზავნება და შემოკლდება აშშ-ში მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
შეკრებილი პირადი მონაცემები: ქუქი-ფაილებისა და გამოყენების შესახებ მონაცემების დამუშავების ადგილი: აშშ – კონფიდენციალურობის პოლიტიკა – უარის თქმა.
  • მომხმარებელთან დაკავშირება
ელექტრონული ფოსტების სია, ან საინფორმაციო ბიულეტენი

ელექტრონული ფოსტების სიაში, ან საინფორმაციო ბიულეტენში რეგისტრაციით, მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი ავტომატურად დაემატება კონტაქტების სიას, რომლის წევრებმაც შეიძლება მიიღონ ელექტრონულ ფოსტაზე ფარმინასთან დაკავშირებული კომერციული, ან სარეკლამო შინაარსის შეტყობინებები. თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, აღნიშნულ სიას ასევე შეიძლება დაემატოს ფარმინაში გაწევრიანების, ან შესყიდვის განხორციელების შედეგად.

შეკრებილი პირადი მონაცემები: ელფოსტის მისამართი, სახელი და ტელეფონის ნომერი.

საკონტაქტო ფორმა
 
საკონტაქტო ფორმაში საკუთარი მონაცემების შეყვანით, მომხმარებელი ფარმინას ანიჭებს უფლებას, გამოიყენოს ეს დეტალები ინფორმაციასთან,  ან ფასებთან დაკავშირებულ, ან/და ნებისმიერ სხვა მოთხოვნაზე რეაგირებისთვის, რომელიც მითითებულია ზედა კოლონტიტულში (ჰედერში).

შეკრებილი პირადი ინფორმაცია: ელფოსტის მისამართი, სახელი და ტელეფონის ნომერი, ასევე სხვადასხვა ტიპის მონაცემები.
 
  • სხვა პლატფორმების ვიზუალურად ასახული კონტენტი
 
ამ სერვისის მეშვეობით, შესაძლებელია გარე პლატფორმებზე განთავსებული კონტენტის ნახვა და მასთან ინტერაქცია, უშუალოდ ფარმინას გვერდებიდან.
 
ამ ტიპის სერვისი, შეიძლება ასევე კრებდეს ტრაფიკის შესახებ მონაცემებს იმ გვერდებისთვის, რომლებზეც დაინსტალირებულია სერვისი მაშინაც კი, როდესაც მომხმარებელი არ იყენებს მას.

Instagram widget (Instagram, Inc.)
Instagram-ი წარმოადგენს Instagram, Inc.-ის გამოსახულების ვიზუალიზაციის სერვისს, რომელიც Farmina Pet Foods-ს აძლევს ამ სახის კონტენტის, მის გვერდებზე გაერთიანების შესაძლებლობას.

შეკრებილი პირადი მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები
დამუშავების ადგილი: საქართველო – კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
  • გადახდების დამუშავება
გადახდების დამუშავების სერვისები, უზრუნველყოფს ფარმინას საკრედიტო ბარათის, საბანკო გადარიცხვების, ან სხვა საშუალებების გამოყენებით განხორციელებული გადახდების დამუშავების შესაძლებლობას. მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფარმინა აზიარებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია იმ ფინანსურ შუამავლებთან გარიგების გასაფორმებლად, რომლებიც ახორციელებენ გარიგებას.

ამგვარი სერვისებიდან, ზოგიერთმა შეიძლება ასევე უზრუნველყოს მომხმარებლისთვის ისეთი თვითწაშლადი შეტყობინებების გაგზავნა, როგორიცაა ელექტრონული წერილები, რომლებიც შეიცავს გადახდასთან დაკავშირებულ ხმოვან ინვოისებს ან შეტყობინებებს.

ჰოსთინგი და შიდა ინფრასტრუქტურა
 
ამ ტიპის სერვისის დანიშნულებაა, იმ მონაცემებისა და ფაილების ჰოსთინგი, რომლებიც შესაძლებელს ხდის, ფარმინას, როგორც ადმინისტრირება-დისტრიბუციას, ასევე მის მიერ თავისი ნაწილების სპეციფიკური ფუნქციების ადმინისტრირებისთვის საჭირო, მზა ინფრასტრუქტურის წარმოდგენას.
 
ინტერაქცია გარე სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებთან
 
ამ ტიპის სერვისი, შესაძლებელს ხდის, ფარმინას გვერდებიდან, სოციალურ ქსელებსა და სხვა გარე პლატფორმებთან უშუალო ინტერაქციას.
ფარმინას გვერდების მეშვეობით განხორციელებული ინტერაქცია და მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია თითოეული სოციალური ქსელისთვის, ყოველთვის ექვემდებარება მომხმარებლის კონფიდენციალურობის პარამეტრებს.
მიუხედავად ამისა, ამ ტიპის სერვისი შეიძლება ახორციელებდეს მონაცემთა ტრაფიკის შესახებ ინფორმაციის შეკრებას იმ გვერდებისთვის, რომლებზეც ის დაინსტალურებულია მაშინაც კი, როდესაც მომხმარებელი არ იყენებს მას.


შეკრებილი პერსონალური მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები

დამუშავების ადგილი: საქართველო -  კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Facebook-ის Like-ღილაკი და სოციალური ვიჯეტები (Facebook, Inc.)

Facebook-ის Like-ღილაკი და სოციალური ვიჯეტები წარმოადგენს სერვისებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის Facebook, Inc.-ის შემოთავაზებულ Facebook-ის სოციალურ ქსელთან ინტერაქციის შესაძლებლობას.
შეკრებილი პერსონალური მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები

დამუშავების ადგილი: საქართველო - კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • კონტაქტების მართვა და შეტყობინებების გაგზავნა
ამ ტიპის სერვისი, შესაძლებელს ხდის ელექტრონული ფოსტების, ტელეფონის ნომრების, თუ მომხმარებლთან კომუნიკაციისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა საკონტაქტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების მართვას.
ამ სერვისებმა ასევე შეიძლება შეკრიბოს მომხმარებლის მიერ შეტყობინების ნახვის თარიღსა და დროსთან დაკავშირებული მონაცემები ისევე, როგორც მის მიერ შეტყობინებასთან იმგვარად ინტერაქციის დრო, როგორიცაა შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე დაწკაპუნება.



რეგისტრაციისა და აუტენთიფიკაციის მეშვეობით, მომხმარებელი საშუალებას აძლევს ფარმინას მოახდინოს მისი იდენტიფიცირება და მისცეს სპეციალიზირებულ სერვისებთან წვდომის შესაძლებლობა.
ქვემო თქმულიდან გამომდინარე, მესამე მხარეები უზრუნველყოფენ რეგისტრაციისა და აუტენთიფიკაციის სერვისებს. ამ შემთხვევაში, ფარმინას ექნება შესაძლებლობა, რეგისტრაციისა და აუტენთიფიკაციის მიზნებისათვის, განახორციელოს მესამე  მხარეთა მიერ შენახულ ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.

პირდაპირი რეგისტრაცია

მომხმარებელი რეგისტრირდება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით და პირადი მონაცემების უშუალოდ ფარმინასთვის წარდგენით.
შეკრებილი პირადი მონაცემები: მისამართი, ქალაქი, კომპანიის სახელწოდება, დაბადების თარიღი, ელფოსტის მისამართი, სახელი, სქესი, სახლის ნომერი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული,  მიწოდების მისამართი, საგადასახადო რეესტრის ინდივიდუალური ნომერი, სხვადასხვა ტიპის მონაცემები და საფოსტო ინდექსი.
 
  • რემარკეტინგი და ქცევითი თარგეთინგი
ამ ტიპის სერვისი, შესაძლებლობას აძლევს ფარმინასა და მის პარტნიორებს, მომხმარებლის მიერ ფარმინას წარსულში გამოყენების ანალიზის საფუძველზე, აწარმოონ ინფორმირებული და ოპტიმიზებული რეკლამა.
აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება ქუქი-ფაილების მეშვეობით, გამოყენების შესახებ მონაცემებისა და მარკეტინგული და ქცევითი თარგეთინგის მმართველი პარტნიორებისთვის გადაცემული ინფორმაციის კონტროლით.
გარდა იმისა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისები მომხმარებელს გამორთვის შესაძლებლობას სთავაზობს, Network Advertising Initiative opt-out page – ზე შესვლით მომხმარებელი ასევე შეიძლება გამოეთიშოს მესამე მხარის სერვისების მიერ ქუქი-ფაილების გამოყენებას.

AdWords Remarketing (Google Inc.)

AdWords Remarketing წარმოადგენს Google Inc.-ის მიერ უზრუნველყოფილ რემარკეტინგისა და ქცევითი თარგეთინგის სერვისს, რომელიც Farmina Pet Foods-ის აქტივობას აკავშირებს Adwords-ის სარეკლამო ქსელსა და Doubleclick Cookie-თან.
შეკრებილი პერსონალური მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები
დამუშავების ადგილი: საქართველო - კონფიდენციალურობის პოლიტიკა – უარის თქმა.

Facebook Remarketing (Facebook, Inc.)

Facebook Remarketing წარმოადგენს რემარკეტინგისა და ქცევითი თარგეთინგის  Facebook, Inc.-ის მიერ უზრუნველყოფილ სერვისს, რომელიც Farmina Pet Foods-ის აქტივობას აკავშირებს Facebook-ის სარეკლამო ქსელთან.
შეკრებილი პერსონალური მონაცემები: ქუქი-ფაილები და გამოყენების შესახებ მონაცემები

დამუშავების ადგილი: საქართველო - კონფიდენციალურობის პოლიტიკა 
 
დამატებითი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ 
 

მესაკუთრის მიერ დამუშავებულ მონაცემებთან დაკავშირებით, მომხმარებელს აქვს გარკვეული უფლებები. კერძოდ,  მომხმარებლის უფლებებია:
 
  • თანხმობაზე ნებისმიერ მომენტში უარის თქმის უფლება. მომხმარებელს აქვს უფლება, ნებისმიერ მომენტში განაცხადოს უარი თანხმობაზე მისი პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელიც მანამდე აქვს გამოხატული.
  • მომხმარებელს აქვს უფლება, წინააღმდეგობა გაუწიოს მისი მონაცემების დამუშავებას, თუ დამუშავება ხორციელდება თანხმობისგან განსხვავებული სხვა იურიდიული საფუძვლით. დამატებითი დეტალები მოცემულია ქვემოთ, სათანადო განყოფილებაში.
  • მონაცემთა წვდომა. მომხმარებელს აქვს უფლება, იცოდეს, ამუშავებს თუ არა მესაკუთრე მის მონაცემებს, გაარკვიოს დამუშავების ცალკეული ასპექტები და მოიპოვოს დამუშავების პროცესში მყოფი მონაცემების ასლი.
  • ვერიფიცირება და კორექტირება. მომხმარებელს აქვს უფლება, შეამოწმოს თავის მონაცემთა სიზუსტე და ითხოვოს მათი განახლება ან შესწორება.
  • მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა. მომხმარებელს აქვს უფლება, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, შეზღუდოს თავის მონაცემთა დამუშავება. ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრე არ განახორციელებს მისი მონაცემების დამუშავებას არანაირი მიზნით, გარდა შენახვის მიზნისა.
  • მომხმარებელს აქვს, გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, მესაკუთრის მიერ შენახული, საკუთარი მონაცემების წაშლის უფლება.
  • მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს თავისი მონაცემები სტრუქტურირებულ, საზოგადოდ გამოყენებულ და მანქანით წაკითხვად ფორმატში. მას ასევე აქვს უფლება, თუკი ტექნიკურად შესაძლებელია, დაუბრკოლებლად გადასცეს ეს მონაცემები სხვა მაკონტროლებელს. მოცემული დებულება გამოიყენება იმ პირობით, თუ მონაცემები მუშავდება ავტომატური საშუალებებით, ხოლო დამუშავება ეფუძნება მომხმარებლის თანხმობას, მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, ან შესაბამის წინასახელშეკრულებო მოვალეობებს.
  • მომხმარებელს აქვს უფლება, საჩივრით მიმართოს მონაცემთა დაცვის კომპეტენტურ ორგანოს.
დამუშავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებული უფლებების დეტალები
როდესაც პერსონალური მონაცემების დამუშავება წარმოადგენს საჯარო ინტერესს, ხორციელდება მესაკუთრისთვის ოფიციალური ორგანოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ან მესაკუთრის კანონიერი ინტერესების დასაცავად, მომხმარებლებს აქვთ უფლება შეეწინააღმდეგონ მონაცემების შეგროვებას მათი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. მომხმარებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ თუ მათი მონაცემები მუშავდება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შეუძლიათ შეწინააღმდეგება კონკრეტული მიზეზების დასახელების გარეშე. იმის გასარკვევად, ამუშავებს თუ არა მესაკუთრე პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგული ხერხებისთვის, მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ ამ დოკუმენტის შესაბამის სექციებს.
როგორ გამოიყენოთ თქვენი უფლებები
მომხმარებლის უფლებების განხორციელებისთვის მათ შეუძლიათ მიმართონ ამ დოკუმენტში მოცემულ მესაკუთრის საკონტაქტო ინფორმაციას. მოთხოვნის დაფიქსირება უფასოა და დამუშავდება რაც შეიძლება სწრაფად. მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში.
ქუქი ჩანაწერების პოლიტიკა
ფარმინა იყენებს ქუქი ჩანაწერებს. მეტი ინფორმაციისა და დეტალებისთვის მომხმარებელს შეუძლია წაიკითხოს ქუქი ჩანაწერების პოლიტიკა.
 
დამატებითი ინფორმაცია
დაცვა სასამართლოში
მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენება მესაკუთრეს შეუძლია სასამართლოში მოსამზადებელ ეტაპზე იმის დასამტკიცებლად, რომ მომხმარებელმა არასწორად გამოიყენა ფარმინას სერვისები და მასთან დაკავშირებული სერვისები.
მომხმარებელი ინფორმირებულია, რომ მფლობელი შესაძლოა გახდეს ვალდებული მონაცემები წარუდგინოს სახელმწიფოს წარმომადგენლებს.
სპეციფიური ინფორმაცია
მომხმარებლის მოთხოვნით, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მოცემულ ინფორმაციაზე დამატებით, ფარმინამ მომხმარებელს შესაძლოა წარუდგინოს დამატებითი და კონტექსტუალური ინფორმაცია კონკრეტულ სერვისებზე, ან პირადი ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაზე.
სისტემის ჩანაწერები და მხარდაჭერა
სისტემის მხარდაჭერისთვის ფარმინამ და მის მიერ გამოყენებულმა მესამე მხარის სერვისებმა შესაძლოა შეინახონ სისტემის ჩანაწერები, რაც წარმოადგენს მონაცემებს, სადაც ფიქსირდება ინტერაქციები. ეს ინფორმაცია ასევე შეიძლება მოიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას, მაგალითად მომხმარებლის IP მისამართს.
ამ დოკუმენტში არარსებული ინფორმაცია
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე დამატებითი ინფორმაცია ნებისმიერ დროს შეიძლება იქნას მოთხოვნილი მესაკუთრის საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
პასუხი „არ მადევნო თვალყური” მოთხოვნებზე
ფარმინა არ უჭერს მხარს „არ მადევნდო თვალყური” მოთხოვნებს. იმის გასარკვევად რომელიმე მესამე მხარის სერვისი უჭერს თუ არა მხარს, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს შესაბამის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში:
მფლობელი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და სიახლე აცნობოს მომხმარებელს ამ გვერდის საშუალებით და თუ ტექნიკურად და ლეგალურად დასაშვებია, გაუგზავნოს მათ შეტყობინება საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. შესაბამისად გთხოვთ, ხშირად შეამოწმოთ ეს გვერდი და ნახოთ მის ბოლოში მოცემული ბოლო ცვლილებების თარიღი.
თუ ცვლილებები ეხება საკითხს, რომლის იურიდიული საფუძველიცაა თანხმობის მოპოვება, ინფორმაციის შემგროვებელი საჭიროებისამებრ ხელახლა შეაგროვებს მომხმარებლის თანხმობას.

ბოლო ცვლილება: 22 მაისი, 2018 წელი