ჩვენი ბუნებრივობის მიზეზი

ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენების მნიშვნელობა

Farmina Vet Life  და N&D  ხაზების ყველა პროდუქტი ინახება ბუნებრივი ანტიოქსიდანტების გამოყენებით (ექსტრაქტი მდიდარია ტოკოფეროლებით). ეს ანტიოქსიდანტები საშუალებას გვაძლევს, როგორც ბუნება გვასწავლის, შევინარჩუნოთ ჩვენი საკვების ხარისხი.
 
შემნახავი საშუალებები და უფრო მეტად ანტიოქსიდანტები წარმოადგენენ სუბსტანციებს, რომლებიც ანელებენ, თავიდან ირიდებენ ან ამცირებენ საჭმლის გაფუჭების პროცესს. საჭმელზე მსგავსი ინგრედიენტების დამატება ანტიკური ხანიდან გამოიყენება. მაშინ სხვადასხვა სანელბლების დამატება საჭმლის შენახვის ერთ-ერთი მეთოდი იყო. ეს ხერხი განსაკუთრებით პოპულარული იყო შედარებით თბილ ქვეყნებში.
 
საჭმლის შემადგენელ რამდენიმე ინგრედიენტს შეუძლია დაჟანგვის პროცესის წინააღმდეგ წასვლა: ლიპიდები როგორც წესი კარგავენ ელექტრონებს და იჟანგებიან, რაც იწვევს ფერის, გემოს, ტექსტურის, ხარისხის და საჭმლის უსაფრთხოების დონის ცვლილებას. მაგალითად, დაჟანგვამ შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი ცხიმოვანი მჟავების ან ცხიმის შემწოვი ვიტამინების ცვლილება, რაც თავისთავად საგრძნობლად ცვლის საჭმლის ხარისხს. ხოლო სწრაფადაქროლადი სურნელოვანი ნაერთების და წყალჟანგის მჟავების ჩამოყალიბება მოქმედებს საკვების არომატსა და გემოზე.
 
საკვების შენახვის გარდა, საჭმლის ანტიოქსიდანტებს ცხოველებისთვის დამატებითი სარგებელიც აქვთ: სხეულში მოხვედრილი ანტიოქსიდანტები ამცირებიბენ თავისუფალი რადიკალებისგან გამოწვეულ დაზიანებას და ამცირებენ უჯრედების დაბერებას, შესაბამისად მცირდება ჟანგვისგან გამოწვეული სტრესთან დაკავშირებული ქრონიკული და გადაგვარების დაავადებების რისკი.
 
ჩვენი მიზანი, შევქმნათ ბუნებრივი საკვები, ასევე მიიღწევა ხელოვნური ანტიოქსიდანტების მხოლოდ ბუნებრივით ჩანაცვლებით. ხელოვნური დამცავებს, როგორებიცაა BHA და BHT, შესაძლოა ჩვენი ცხოველების ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს. თუმცა ზოგიერთი მსგავსი ეფექტი შესაძლოა მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ გამოვლინდეს.
 
სინთეტიკური ანტიოქსიდანტები 1940 წლიდან შეიქმნა ცხიმების სტაბილიზაციისთვის და მათი ამძაღებისგან თავის ასარიდებლად. ისინი როგორც წესი უკეთესი ანტიოქსიდანტების ქმედებით გამოირჩევიან და უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ბუნებრივი ანტიოქსიდანტები.
 
TBHQ, BHA, BHT ხელოვნური ანტიოქსიდანტებია და ძირითადად საკვებში გამოიყენება, თუმცა მათი ჯანმრთელობაზე გავლენა საკამათოა. არაერთი კვლევა აჩვენებს კავშირს ამ ანტიოქსიდანტებსა და ცხოველების ორგანოებში გამოწვეულ ცვლილებებს შორის. განსაკუთრებით როდესაც ცხოველი მსგავს საკვებს დიდი დოზით იღებს.
 
გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია: პროტეინზე დამოკიდებული გაჯერებულ წრიულ მოქცევებზე დამთრგუნველი გავლენა; ქრომოსომებისა და სპერმის ანომალიები; ხელის შეშლა პროსტგლანდინის სინთეზისთვის და იმუნური პასუხისათვის; მიკროსომალური წყალბადის ზეჟანგის ჩამოყალიბების ინდუქცია; გლუვი და გულის კუნთების კუმშვადობის შემცირება; ლიპიდის მეტაბოლიზმზე და ვიტამინ E-ს დონეებზე გავლენა; პლაზმური ლიპიდების და ქოლესტერინის დონის ზრდა; ხელის შეწყობა საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლის და ფილტვის კიბოსთვის; გასტრალური ჰიპერპლაზიის და ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების და ფილტვების ციტოტოქსიკურობის და ჰიპერტროფიის ინდუქცია.
 
სწორედ ამ მიზეზების გამო გადავწყვიტეთ ჩვენს საკვებში მხოლოდ ბუნებრივი ანტიოქსიდანტების გამოყენება. ეს ანტიოქსიდანტები მოიძებნება ბუნებრივ წყაროებში და მოიცავს კაროტენოიდებს, რეტინოიდებს (ვიტამინი A), ბიოფლავონოიდევს (ციტრინი), პოლიფენოლებს, ტოკოფეროლებს (ვიტამინი E) და ასკორბინის მჟავებს (ვიტამინი C). ეს ბუნებრივი ანტიოქსიდანტები ჩვენ საკვებს ემატება როგორც ნედლი მასალის შენახვის ფაზაში, ისე დასრულებულ პროდუქტსაც. ასევე, ჩვენს მიერ გამოყენებული ბევრი ბოსტნეული ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. ასეთებია: სხვადასხვა მარცვლეული (შვრია), ჭარხალი და კარტოფილი. ასევე ხოლი, როგორებიცაა ბროწეული და ფორთოხალი. ყველაზე მეტად კი ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით გამოირჩევა კენკრა (მოცვი, მოცხარი) და მწვანე ჩაი.
 
ბუნებრივი ანტიოქსიდანტები საკვებს ხელოვნურზე ბევრად დიდი დოზებით შეიძლება დაემატოს და უსაფრთხოების ზღვარი ბევრად უფრო ფართოა. ეს კომპანიისთვის საკვების დამზადების ხარჯს ზრდის, თუმცა ეს  ხარჯი ბევრად ჯანსაღი პროდუქტის მიღებით გამართლებულია.
 
და ბოლოს, კიდევ უფრო მეტი გარანტიისთვის, Farmina Vet Life და N&D ხაზების ყველა საკვები იფუთება დამცავი ატმოსფერით. ამით თავიდან ვირიდებთ ცხიმების დაჟანგვას, ვინარჩუნებს საკვების გემოსა და ხარისხს. მსგავსი გზით გარანტირებულია საკვების იმავე თვისებები, უბრალოდ დაფასოებულ მდგომარეობაში. ეს ტენქოლოგია აქტიურად გამოიყენება ადამინების კვებაშიც. უფრო მეტიც, აზოტი არის ბუნებაში არსებული აქროლადი გაზი, რომელსაც ყოველდღიურად ვსუნთქავთ.
 

რატომ ვაწარმოებთ გმო-სგან თავისუფალ საკვებს?
 
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო) ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც გააჩნია გენეტიკური მემკვიდრეობა. ეს გენეტიკური მემკვიდრეობა მოდიფიცირებულია გენეტიკური ინჟინერიის ტექნიკების გამოყენებით. ეს გენეტიკური ელემენტების დამატების, მოცილების და შეცვლის საშუალებას გვაძლევს.

ევროკავშირის მიდგომა გმო-სთან თავის დაზღვევის პრინციპს ეყრდნობა. ამ პრინციპის მიხედვით გმო-ს შემცველ ნებისმიერ პროდუქტს შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონდეს და ვინაიდან ამ წუთისთვის რისკის საკმარისი უტყუარობით დადასტურება შეუძლებელია, ყველა მსგავსი პროდუქტი კონკრეტულ რეგულაციებს ექვემდებარება. შეზღუდვები მოქმედებს ადამიანების, ცხოველების, მეცნარებიის და გარემოს დაცვის მიზეზით.
 
მართალია ევროკავშირში გმო-ს გამოყენება დაშვებულია, თუმცა რეგულირებადია, Farmina სცდება თავის დაზღვევის პრინციპს და უარს ამბობს თავის პროდუქციაში ნებისმიერი სახის გმო ინგრედიენტების გამოყენებაზე. შესაბამისად, ჩვენი N&D ხაზისა და Farmina Vet Life-ის ყველა საკვებში გამოყენებულია მხოლოდ გმო-სგან თავისუფალი ნედლი რესურსები. არ ვიყენებთ სიმინდს და ვამჯობინებთ შვრიისა და ტკბილი კარტოფილის გამოყენებას.
 
გმო-ების გამოყენების თავიდან არიდების მთავარი მიზეზი ჩვენი ცხოველების ჯანმრთელობის დაცვაა.
უფრო მეტიც, არსებობს ჰიპოთეზა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ინგრედიენტებმა მანამდე უსაფრთხო და ჯანსაღ საკვებში შესაძლოა ხელი შეუწყოს ახალი ტოქსინების და ალერგენების ჩამოყალიბებას, გამოიწვიოს ანტიბიოტიკებზე რეზისტენტულობა და შეამციროს თავად საკვების კვებითი ღირებულება. განსაკუთრებით ხანგრძლივ პერიოდში. ამ ასპექტების გამოძიებისკენ მიმართულმა ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გმო პროდუქტებით ცხოველების კვება იწვევს თეძოს ნაწლავის სტრუქტურის ცვლილებას, კუჭის და ნაწლავების კედლების უჯრედების პროლიფერაციას, გენების ანომალიურ გამოხატულებას, ღვიძლის უჯრედების სტრუქტურულ და ფუნქციონალურ ცვლილებებს, ზიმოგენის სინთეზის ცვლილებას, თირკმლის და გულის ლაქტატების დეჰიდროჰენაზის დონეების ზრდას. ასევე შეინიშნება თირკმლის პარამეტრების ცვლილებები და ღვიძლისა და თირკმლის ტოქსიკურობა, ხანდახან დაკავშირებული გულის, თირკმელზედა ჯირკვლის, ან ელენთის ჩართულობასთან.
 
გმო-ებიც გვერცელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები არა მხოლოდ ცხოველებში, რომლებიც მათით იკვებებიან, არამედ გარემოშიც. (შეამციროს ბიო-მრავალფეროვნება, გადაიტანოს პესტიციდებზე რეზისტენტულობა სარეველებში და ხელი შეუწყოს მზარდად რეზისტენტული პარაზიტების ევოლუციას). ამით შესაძლოა ჩვენი ეკოსისტემის დელიკატური ბალანსი რისკის წინაშე დადგეს.

ყველა ამ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ჩვენი ქმედებებით გვინდა პატივი ვცეთ ბუნებას, ეკოსისტემას რომელშიც ვცხოვრობთ და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ფიზიოლოგიას. მათ გვინდა შევთავაზოთ მხოლოდ საუკეთესო და გარანტირებული ჯანმრთელობა და შესაბამისად, ბედნიერება.
 
Farmina, ბედნიერი ცხოველი. ბედნიერი შენ.