პრობლემის ინოვაციური, ნუტრიციული გადაწყვეტა ძაღლებისა და კატების კეთილდღეობისთვის.
Farmina Vet Life - ნატურალური კვება, Farmina Pet Foods -ის ახალი, რევოლუციური ვეტერინარული ხაზი.
Farmina-ს ფილოსოფიის განმსაზღვრელი პრინციპი თავად ბუნებაა და Vet Life-ის ხაზიც, სწორედ ამ ფილოსოფიის ზუსტი გამოხატულებაა. იგი შეიქმნა ფერედიკო II-ის სახელობის, ნეაპოლის უნივერსტეტის ცხოველთა ნუტრიციის კათედრასთან თანამშრომლობით, ხანგრძლივი და დეტალური სამეცნიერო კვლევების შედეგად.
კატებისა და ძაღლების ფიზიოლოგიაზე მორგებული, იდეალური ნუტრიციული სტრატეგიების განვითარებით, Farmina Vet Research -მა შექმნა პირველი ნატურალური ვეტერინარული დიეტის ფორმულები, რომელიც ხასიათდება შემდეგი თვისებებით:
მხოლოდ ნატურალური ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტები, რომელიც პროდუქტის ბუნებრივი კონსერვანტია.
დაბალი გლიკემიური ინდექსის საკვები, რომელიც განპირობებულია მხოლოდ მონათესავე მარცვლეულის გამოყენებით.
შეფუთული უსაფრთხო ატმოსფეროში - საკვების ოქსიდაციის თავიდან ასაცილებლად და მისი ვარგისიანობის გახანგრძლივების მიზნით.
პატივისცემა ჩვენი სამეცნიერო კვლევების მთავარი საფუძველია.
FVR– ის მიერ ჩატარებული კლინიკური კვლევების ერთ-ერთი თავისებურება, მთელი იტალიის მასშტაბით, ათობით დამოუკიდებელ ვეტერინართან თანამშრომლობაა, რომლებიც კონკრეტული ავადმყოფობით დაავადებულ კატებსა და ძაღლებს, შესაბამის ნუტრიციულ დიეტას სთავაზობენ. ცხოველებს შესაძლებლობა აქვთ, გაიუმჯობესონ კონკრეტული დაავადების კონდიცია და მათ ამისათვის არ მოუწევთ საკუთარი ოჯახების დატოვება. კვლევის სრული პროცესი, მიმდინარეობს ცხოველის ცხოვრების წესის ყველანაირი ცვლილების გარეშე, მათ მხოლოდ ახალი საკვები მიეწოდებათ. ჩვენ სრულიად პატივს ვცემთ ცხოველთა კეთილდღეობას.
Farmina Vet Life, თქვენი ცხოველის კეთილდღეობის საუკეთესო მხარდამჭერი.
ყველა პრობლემისთვის, Farmina -ს აქვს გადაწყვეტა. იპოვეთ თქვენი ცხოველისთვის პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა.
შეიტყვეთ მეტი...
> The importance of using natural preservatives
> Why choose GMO-Free pet food?
> What raw ingredients are used in Farmina foods?
> Farmina's Scientific Research
> What’s the Glycemic Index?