ნედლეული

ოპტიმალური ნუტრიციული და ბიოლოგიური ღირებულების მისაღებად,  ჩვენ ძალიან ფრთხილად ვარჩევთ ყველა იმ ნედლეულს, რომელსაც ჩვენი პროდუქტის წარმოებისთვის ვიყენებთ, რადგან ეს ჩვენი ცხოველების კეთილდღეობას განაპირობებს. Vet Life და Natural & Delicious ხაზების ნუტრიციულ სისტემები, მხოლოდ საუკეთესო ნედლეულს შეიცავს. შედეგად კი, ვიღებთ კომპანიონი ცხოველის უმაღლესი ხარისხის საკვებს, რომელიც ძაღლებისა და კატების ყველა ნუტრიციულ საჭიროებას აკმაყოფილებს.

ცილები

ჩვენს პროდუქტებში გამოყენებული თევზი, ქათამი, ბატკანი, გარეული ტახი და კვერცხი, მხოლოდ ფრთხილად შერჩეული, უმაღლესის სტანდარტების, სერთიფიცირებული მეურნეობებიდან მოგვეწოდება. ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ცხოველის ხორცს, არასდროს ფქვილს ან სხვა ქვე-პროდუქტებს. ცილის ყველა წყარო გაზრდილია გენმოდიფიცირებული საკვების, ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების გარეშე.

თავისუფალ სივრცეში გაზრდილი ქათამი - მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონე ცილის წყარო, რომელიც ეხმარება ჩვენს პროდუქტს, იყოს 95%-ით უფრო მარტივად გადამუშავებადი.

ბატკანი ახალი ზელანდიიდან - მასში ბუნებრივად არსებული, აუცილებელი
ცხიმოვანი მჟავების, ლინოლის მჟავის შემცველობის, მაღალი ბიოლოგიური
ღირებულების მქონე ხორცი. სხვა წითელ ხორცთან შედარებით, ბატკანს ასევე
გააჩნია მჭლე და ცხიმიანი მასის ჯანსაღი გადანაწილება. ჩვენ ვიყენებთ,
მხოლოდ ბალახნაჭამი ბატკნის ხორცს, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ
ახალ ზელანდიაში, ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების გარეშე.

იტალიური გარეული ტახი, ტოსკანასა და ამბრიიდან - მიუხედავად იმისა, რომ
აღნიშნული ხორცი არ არის კატებისა და ძაღლების საკვებში ხშირად
გამოყენებული საკვები, ჩვენ მიზნობრივად შევარჩიეთ ის, მისი მაღალი
ბიოლოგიური ღირებულებიდან გამომდინარე.

ბუნებაში დაჭერილი (Wild Cought) ვირთევზა და ქაშაყი ჩრდილოეთის ზღვიდან -
უმაღლესი ხარისხის თევზი.

ქათმის მსგავსად, ჩვენს მიერ გამოყენებული კვერცხიც იტალიურია.
ახალი კვერცხი თავსდება ჩვენს საფრცქვნელ დანადგარებში, რომლებიც დეჰიდრაციის
პროცესით, მათ ფხვნილად აქცევს. ეს პროცესი, საკვები ნივთიერებების სრულად
შენარჩუნების გარანტიას იძლევა.

ცხიმები

ცხიმები ხორცისმჭამელთათვის მნიშვნელოვანი ენერგიისა და შეუცვლელიცხიმოვანი მჟავების წყაროს წარმოადგენენ. ცხიმები ასევე საკვების გემოვნური თვისებების ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია.

ჩვენს საკვებში გამოყენებულია ცხიმის ორი წყარო:

ქათმის ცხიმი - რადგან ის, საქონლისა და ღორის ხორცზე ბევრად მაღალი ღირებულების პოლიუჯერი ცხიმების წყაროს წარმოადგენს და ასევე, ცხოველებისთვის მაღალი გემოვნური თვისებებით ხასიათდება.

თევზის ცხიმი - რადგან ის მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, უფრო
ზუსტად EPA-თა და DHA -ით, რომლებიც იმუნური სისტემის გაძლიერებას
უწყობენ ხელს.

ჩვენ ასევე ვიყენებთ მცენარეულ ზეთს და სელის თესლის ზეთს, რადგან, ისინი
მდიდარია ლინოლის მჟავით, აუცილებელი ცხიმოვანი მჟავით, როგორც
კატებისთვის, ასევე ძაღლებისთვის.

ნახშირწყლები

ნახშირწყლებს კატებისა და ძაღლებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ენერგიის
წყაროს დანიშნულება აქვთ. ჩვენ, ნახშირწყლების წყაროდ, ვიყენებთ მხოლოდ
არაგენმოდიფიცირებულ იფქლს, შვრიას, კარტოფილსა და ბრინჯს.

ცხოველის საკვების სხვა მრავალი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვხმარობთ ჩვენს პროდუქტებში სიმინდს. ჩვენ ვიყენებთ ე.წ. მონათესავე მარცვლეულს, როგორიცაა იფქლი და შვრია, რადგან ისინი ორგანიზმში, დღის განმავლობაში, ენერგიის უკეთეს მოდულაციას უზრუნველყოფენ.

საკვების კონკრეტულ პოზიციებში, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს, ვიყენებთ
კარტოფილსა და ბრინჯს, რადგან მათ, ორგანიზმში ენერგიის სწრაფი წარმოების გაძლიერება შეუძლიათ.

ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ჩვენს მიერ გამოყენებული ნედლეულის მუდმივი კონტროლის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია საკვების იდეალური მონელების გარანტია ვუზრუნველყოთ.

ბოჭკო, საკვების ნაწლავის ტრაქტში გადასვლისა და საკვები ნივთიერებების
ათვისების პროცესში, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ბოჭკოს წყაროდ, ჩვენს საკვებში, ვიყენებთ ჭარხლის რბილობს, ბარდის ბოჭკოს, სუფთა ცელულოზას, გამომშრალ იონჯასა და მრავალძარღვას თესლის ქერქს. ჩვენ ვიყენებთ ბოჭკოს სწორედ ამ წყაროებს, იმისათვის, რომ ჯანმრთელ გადამუშავებას შევუწყოთ ხელი.

ჩვენს მიერ გამოყენებული ინგრედიენტების ნაწილი პრებიოტიკებსაც შეიცავს, მაგალითად, ფრუქტოოლიგოსაქარიდები (FOS) და მანო-ოლიგოსაქარიდებინ(MOS). პრებიოტიკი ბოჭკო, საჭმლის მომნელებელი სისტემის სიჯანსაღესნ უწყობს ხელს.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, პროდუქტებში გამოყენებული ბოჭკოს მიქსებს და ვითვალისწინებთ კონკრეტული ცხოველის ფიზიოლოგიურნ ან/და პათოლოგიურ კონდიციას. ასევე, ვითვალისწინებთ იმ სახეობის ან ჯიშის სპეციფიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი გარკვეული პათოლოგიებისაკენ.

ვიტამინები

სწორ ნუტრიციულ დიეტაში, შეუცვლელ როლს ასრულებენ ვიტამინები,
რომლებიც ორგანიზმში ბიოქიმიურ რეაქციებზე არიან პასუხისმგებლები.

Farmina-ს ყველა პროდუქტი ვიტამინების სრულფასოვან და დაბალანსებულ დანამატებს შეიცავს, რომლებიც შერჩეულია ცხოველის ფიზიოლოგიური და განვითარების სტადიის მიხედვით. ვიტამინების სწორი გადანაწილება კონტროლდება ასევე ჩვენი სპეციფიკური დიეტების ფორმულებშიც, ყველა სასიცოცხლო ფუნქციის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად.

ვიტამინების დანამატები ახდენს ვიტამინების დეფიციტის პრევენციას, რომელიც
ცხოველის ზოგადი დასუსტებისა და სხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

ჩვენი პოსტ-დაწნეხვის ტექნოლოგიური პროცესი, იცავს ვიტამინებს თერმული სტრესისგან და ანიჭებს მას მაღალ ბიოშეღწევადობას. შესაბამისად, ჩვენი საკვები შეიცავს ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლის ვიტამინებს (Long Lasting Vitamin System).

მინერალები

მაქსიმალურმა ზრუნვამ და ყურადღებამ, მაკრო და ოლიგო ელემენტების ჩართვის აუცილებლობამდეც მიგვიყვანა. ჩვენ სპეციალურად დავაბალანსეთ მინერალები სახეობების, ასაკისა და თქვენი შინაური ცხოველის სხვა საჭიროებების შესაბამისად.

ფუნქციონალური ნაერთები

ფუნქციონალური ნაერთები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ: გლუკოზამინი, მიღებული კიბოსნაირების ექსტრაქტისგან (წყლის უხერხემლო ცხოველები) და ქონდროიტინის სულფატი, რომელსაც ხრტილოვანი თევზისგან ვიღებთ.

ეს ნაერთები სასარგებლოა სახსრების ჯანმრთელობის ხელშესაწყობად. ბუნებრივი
ანტიოქსიდანტების წყაროდ კი, გულყვითელასა და ლუტეინს ვიყენებთ.

Natural & Delicious და Vet Life ხაზების საკვებში, სხვადასხვა კომბინაციებით
გამოყენებული ინგრედიენტებია:

  • ვაშლი
  • ბროწეული
  • მოცვი
  • ქოქოსი
  • შტოში
  • ტკბილი ფორთოხალი
  • კანტალუპი
  • ფორთოხალი
  • ისპანახი
  • სტაფილო
  • როზმარინი
  • ალო ვერა
  • კურკუმა
  • მწვანე ჩაი